თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - მუსიკალური თბილისი - წარსული და თანამედროვეობა .
მომხსენებლები ისაუბრებენ ქალაქური მუსიკის წარმოშობასა და მის სტილზე. თბილისის მუსიკალურ წარსულზე და თანამედროვე თბილისური ვოკალური ცხოვრების შესახებ. თბილისზე, როგორც მულტიეთნიკურ, მულტიკულტურულ ქალაქზე.
მომხსენებლები: რუსუდან წურწუმია - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს პროფესორი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი.
თეონა ლომსაძე - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელი.
მისამართი: დიმიტრი ბაქრაძის 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
დასწრება თავისუფალია.