მურაზ მურვანიძის შეუდარებელი ნამუშევრები ერთ ვიდეოში

14 იანვრიდან, პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლე საქართველოს სახალხო მხატვრის, სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის - მურაზ მურვანიძის გამოფენას მასპინძლობს. 

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის, კანადის, აშშ-სა და საქართველოს თეატრებში დადგმულ სპექტაკლების ესკიზებს აერთიანებს.

 

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილების დასრულების შემდეგ, მურაზ მურვანიძემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა, რასაც პეტერბურგის ისტორიული „მარიას თეატრი“ და სხვა დიდი წარმატებები მოჰყვა. მურაზ მურვანიძე არის სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა მრავალი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი; საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ს (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი; სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი. იგი მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში. აღსანიშნავია, რომ მურაზ მურვანიძე თავისუფლების მოედანზე, წმიდა გიორგის მონუმეტზე აღმართული საახალწლო დეკორაციისა და მთაწმინდის პარკის, „ბომბორას“ ავტორია.

 

ხელოვნების სასახლეში გამოფენა 14 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

ავტორი: მარი ტიელიძე

მსგავსი ღონისძიებები
15 დეკემბერს გალერეაში "წითელი კვადრატი" გაიხსნება ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა - "ზამთრის სიზმარი"
გამოფენა
1937 წლის რეპრესიებიდან 80 წლის თავზე დამთვარიელებელს უნიკალური დოკუმენტები და ნივთები პირველად წარედგინებათ
გამოფენა
გიგო გაბაშვილის შემოქმედება, მისი სწრაფვა რეალისტური ხელოვნებისკენ, თავისი მასშტაბითა და ბუნებით ერთგვარად მოულოდნელადაც კი გამოიყურება იმ პერიოდის ქართული მხატვრობის ფონზე.
გამოფენა
დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 18:00 საათზე.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები