წლევანდელ "მის და მისტერ პლანეტა 2018"-ის ფინალს 29 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისი უმასპინძლებს. კონკურსში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის 18-დან 28 წლამდე გოგონები და ვაჟები. სპეციალური სტუმრები, ცნობილი მოდელი, კაროლინა ტოლეკიტე და „მის და მისტერ პლანეტის“ გასული წლების გამარჯვებულები ესტუმრებიან საქართველოს.
შოუს მუსიკალურად გააფორმებენ ნინი შერმადინი და მარკუს მეტრეველი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: +995574111115