,,მე მიყვარს კლასიკური მუსიკა" - მუსიკალური ლექციების სერია "კონსერვატორიის დიდ დარბაზში"

       თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 10 მუსიკალური ლექციების სერია სახელწოდებით "მე მიყვარს კლასიკური მუსიკა" გაიმართება. ლექციები 2018 წლის 28 სექტემბრიდან 2019 წლის 7 ივნისამდე ჩატარდება.

 

       ერთი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ დაესწროთ 10 ლექცია-კონცერტს. ლექციები 16:00 საათზე ჩატარდება. თემების სახელი და ვადა თანმიმდევრობით ასეთია:

 

 

1. - 28.09.18 ,,ბაროკოს ეპოქა", წამყვანი - ნანა კაცია.

2. - 19.10.18 ,,ვოკალური ხელოვნება" წამყვანი - მიხეილ ქირია.

3. - 16.11.18  ,,ბალეტი" წამყვანი - ნინო ანანიაშვილი.

4. - 14.12.18  ,,ოპერა"  წამყვანი - ლაშა ბუღაძე.

5. - 25.01.19  ,,კლავიშიანი საკრავები" წამყვანი - თამარ ლიჩელი.

6. - 22.02.19  ,,ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები" წამყვანი - ირაკლი ევსტაფიშვილი.

7. - 15.03.19  ,,სიმებიანი საკრავები"  წამყვანი - კოკა ნიკოლაძე.

8. - 05.04.19  ,,სიმფონიური ორკესტრი"  წამყვანი - მირიან ხუხუნაიშვილი.

9. - 17.05.19  ,,ვოკალური ხელოვნება"  წამყვანი - ნინო ჟვანია.

10.- 07.06.19  ,,ფინალი".

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე წარსდგება მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე - იგორ პიკაიზენი
კონცერტი
13 სექტემბერს ცნობილი ქართველი ახალგაზრდა ჯაზ მუსიკოსის ბექა გოჩიაშვილის და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის პირველი საერთო კონცერტი წყნეთში, კლუბ "In The Dense Forest" - "უღრან ტყეში" ჩატარდება.
კონცერტი
21 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უმასპინძლებს ავსტრიელ ჩელისტს - კერსტინ ფელცს.
კონცერტი
19 მაისს, Black Sea Arena 2018 წლის სეზონის გახსნაზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები