მედია ექსპერტი პიტერ ლუთსი ტრენინგს ჩაატარებს თემაზე "კონტენტ მარკეტინგის იდეა"

    27 სექტემბერს, 19:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გაიმართება მარკეტინგული ივენთი. ღონისძიება ტარდება ბიზნესლიტერატურის პროექტ, „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით.

 

     სპიკერი: მედია ექსპერტი პიტერ ლუთსი. პიტერ ლუთსს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს რეკლამირებისა და მარკეტინგის სფეროში, წლების განმავლობაში უძღვებოდა მულტიმედია კომპანიას, ასევე კონსულტაციას უწევს მსოფლიოს მრავალ ორგანიზაციას სტრატეგიის შემუშავების, ცვლილების მენეჯმენტისა და პროდაქშენის მიმართულებით. ამჟამად მუშაობს ნიდერლანდებში ყველაზე გავლენიან ჟურნალში De Telegraaf.

 

    პროექტის შესახებ:პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. სერია აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: დევიდ ალენი, გაი კავასაკი, ერიკ რისი, ჯონ კინგი, ბრაიან თრეისი, და სხვა.

 

სტუდენტური ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ადგილზე იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.ივენთის ყველა სტუმარი მიიღებს 40%-მდე ფასდაკლებას „ლურჯი ოკეანის“ ბიზნეს ლიტერატურაზე.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
წიგნის შესახებ ისაუბრებენ მთარგმნელი, ნინო შეყილაძე და რედაქტორი, მარი კორინთელი.
სხვა ივენთები
საიუბილეო საღამოს მოდერაციას პროფესორი ალექსანდრე კარტოზია წარმართავს.
სხვა ივენთები
30 სექტემბერს "Tbilisi Flea Market" დედაენის ბაღში ჩატარდება.
სხვა ივენთები
როგორც გიორგი დონაძემ განაცხადა, ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობა გურიისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს კულტურული ცენტრი გახდება.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები