მარჯანიშვილის თეატრში "მოხუცი ქალის ვიზიტი" გაიმართება

„მოხუცი ქალის ვიზიტი“ უცნაური პიესაა, ის ერთდროულად ყველაფერზეა, სიყვარულზე, ღირსებაზე, ჰუმანიზმზე, კაცთმოყვარეობაზე, ოღონდ თითქოს ნეგატივში დანახული. აი, ისე, როგორც ფოტო ფირზე სჩანს, სადაც თეთრია, შავად ვხედავთ, სადაც შავია თეთრად და მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება „გამჟღავნების“ შემდეგ.

შვეიცარიაში, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 32,571 დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოში მეექვსე მაჩვენებელია, საქართველო ამ მხრივ 120 ადგილს იკავებს 179 ქვეყნიდან. ფრიდრიხ დიურენმატი შვეიცარიელია, ჩვენ კი ვცდილობთ მისი პიესა „მოხუცი ქალის ვიზიტი“ ქართულ რეალობას მოვარგოთ. ეს არც ისე რთული აღმოჩნდა და არც განსაკუთრებული ცვლილებები მოითხოვა ნაწარმოებმა, რადგან როგორც ჩანს ყველაფრის მიუხედავად, ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთნაირად განიცდიან, ერთნაირად სტკივათ და ერთნაირად უჭირთ ცდუნებების წინაშე გამკლავება.

მსგავსი ღონისძიებები
ეს არის ბიჭის, მეტსახელად მაუგლი, არაჩვეულებრივი ამბავი.
თეატრი
საქართველოში ერთი უცნაური სოფელია, სადაც ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მდინარე, მიწა, საფრთხობელა ....
თეატრი
კაპიტანი კაუჭა მრავალი ხრიკის გამოყენებით ცდილობს კუნძული პიტერ პენსა და ბავშვებს დაატოვებინოს, მაგრამ ,,არა იყო რა'' ხომ ზღაპრული კუნძულია
თეატრი
მოქმედება აეროპორტში ვითარდება. წარმატებული ბიზნესმენი ჟერომი საქმეზე მიემგზავრება. შეიტყობს, რომ ფრენა გადაიდო.
თეატრი
კვირის ღონისძიებები