30 იანვარს, 18:30 საათზე კაფე „ამოდიში“ გაიმართება Red Party ლიბერთინსელებისთვის! წითელი წვეულება. თქვენ გელოდებათ უგემრიელესი პუნში, წითელი დესერტები, სასიამოვნო გარემო, მუსიკა, გათამაშება და უამრავი პრიზი...
შეხვდებით თქვენი საყვარელი წიგნების მთარგმნელებს, იცეკვებთ და გაატარებთ დაუვიწყარ საღამოს ლიბერთინსელებთან ერთად.
აუცილებელია წითელი სამოსის ან მინიმუმ აქსესუარის ქონა მაინც.
შესასვლელში გაიყიდება „წითელი დედოფალის“ წიგნი, რომელიც ფასდაკლებით მხოლოდ 9 ლარი ეღირება 15 ლარის ნაცვლად, ის კი წვეულებაზე დასასწრების საშვის როლს შეასრულებს.
გაატარეთ ბედნიერი საღამო და მოიწყვეთ განტვირთვის დღე შუა კვირაში.
ამოდით! „წითელი დედოფლის“ გამოსვლას ხმაურის გარეშე ვერ შევხვდებით!