კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან დავით გორგილაძე და ალექსანდრე ლორთქიფანიძე შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრებენ - რატომ და როგორ ეხებათ ეს კამპანია სტუდენტებს?
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება