ინტერაქტიული მასტერკლასი HR სფეროში მომუშავე პირებისთვის ბათუმში გაიმართება

    თუ მართავთ კომპანიას, ან  ხართ ჩართული ადამიანური რესურსების მართვის პროცესში, ეს ტრენინგი არ უნდა გამოტოვოთ.  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანური კაპიტალის" დამფუძნებელი ნანა ქუჩულორია ინტერაქტიულ მასტერკლასს ჩაატარებს  მმართველობითი რგოლისა და  ადამიანური რესურსების სფეროში მოღვაწე პირებისთვის. 

 

მასტერ კლასის მიზანია ადამიანური კაპიტალის მართვის პრინციპების, კორპორატიული კულტურის ცნებისა და ეთიკის ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება; დამსწრეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას  კომპანიის/ორგანიზაციის მართვისათვის აუცილებელი ეფექტური მექანიზმების შესახებ. განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა: შრომითი ურთიერთობები დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, ნეპოტიზმი, დასაქმებულის ფსიქოლოგიური და სექსუალური შევიწროვება, შრომის უსაფრთხოება, კომპანიის შიდა კომუნიკაციები და ა.შ

 

ტერნინგი ჩატარდება ბათუმში, ხოლო დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაიაროს რეგისტაცია.

 

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები
თბილისის არქიტექტურის ბიენალე მოხარულია უმასპინძლოს ცნობილ შვეიცარელ არქიტექტორს – პიერ დე მერონს.
სხვა ივენთები
შეხვედრას წარუძღვება ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.
სხვა ივენთები
სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის - „ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში ლექციების კურსს აგრძელებს. პროექტი „ბილტმორ თბილისის“, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებით ტარდება.
სხვა ივენთები
ღონისძიება ბათუმში, სექტორ 26-ში გაიმართება, სხვა დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი!
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები