"იმერული რეკვიემი" ახმეტელის თეატრის სცენაზე დაიდგმება

   შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ტატიანა, კლავდია, გულთმისანი, ვალოდია, როსტომი, სამუელა – კოლორიტული და საოცრად სევდიანი პერსონაჟები შუაგულ იმერეთიდან, წინწკილას მთაზე მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს გავერანებული ტერიტორიიდან ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნიან. პოლიტიკური ელფერით, იმერული პეწით გაჯერებული დიალოგები, შურა ექთნისა და მისი ყოფილი პაციენტების მოლოდინი ამ მუდმივად არეულ ქვეყანაში დალაგებული ცხოვრებისა.„თუ მკითხავთ პიესა „იმერული რეკვიემი” რაზეა, პირდაპირ გიპასუხებთ - ჩ ვ ე ნ ზ ე ა! ჩემი გმირები ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი ბინადრები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველოა მოლოდინის რეჟიმში, ასევე ისინიც ელოდებიან იმ „რაღაცას”. განა ასე არა ვართ? ველოდებით რაღაც-რაღაცეებს, ვიღაცეებისგან „მაპს”, „ნატოში” შესვლასაც, ვფანტაზიორობთ. ფინალში რაც ხდება სპექტაკლს რომ ნახავთ მაშინ გაიგებთ. მიყვარს ჩემი გმირები და ამ სიყვარულმა დამაწერინა „იმერული რეკვიემი“ - რეზო კლდიაშვილი, დრამატურგი.

 

მონაწილეობენ: შურა ექთანი - თათული ედიშერაშვილი, კაბირია - თამარ ბეჟუაშვილი, პისტი - მზია ტალიაშვილი, ვალოდია - მამუკა მაზავრიშვილი, როსტომი - ვაჟა ციცილოშვილი, გულთმისანი - გიორგი გასვიანი, ტატიანა - ნელი ბადალაშვილი, კლავდია - ლიკა ქუთათელაძე, სამუელა - ვასილ შიხაშვილი.

 

ერთ მოქმედებად, ხანგრძლივობა 1 სთ და 25 წუთი.

 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
სპექტაკლი წარმოადგენს ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოების –“პატარა უფლისწულის” სცენურ ვერსიას,
თეატრი
სად მთავრდება ქალური იდილია და ვის შემოაქვს ამ სიმყუდროვეში ქაოსი?
თეატრი
ქსნის 12 ნომერში შეგიძლიათ გიორგი შავგულიძის სახელობის დამოუკიდებელ თეატრ "სახიობას" ესტუმროთ.
თეატრი
ემილი სიკეთის,სამართლიანობისა და მეგობრობისათვის მზად არის იბრძოლოს მაშინაც კი, როდესაც უფროსებმა შეიძლება ვერ გაუგონ და დასაჯონ ...
თეატრი
კვირის ღონისძიებები