იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული" და ნიკოლოზ რაჭველის ვერცხლისფერი მზის პრემიერა

   ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი 15 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოგიდგენთ იგორ სტრავინსკის „კურთხეულ გაზაფხულს“, ნაწარმოებს, რომელიც მე-20 საუკუნის მუსიკის გზამკვლევი გახდა. აგრეთვე, საქართველოში პირველად შესრულდება ნიკოლოზ რაჭველის "The Silver Sun" - ვერცხლისფერი მზე, რომლის პრემიერა ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში Elbphilharmonie 2018 წლის 2 აპრილს გაიმართა და მსმენელისა და პროფესიონალების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

ნიკოლოზ რაჭველი:  "15 მაისი ჩემთვის ნატვრის ახდენის დღეა, ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის იგორ სტრავინსკის რევოლუციურ და გენიალურ „კურთხეულ გაზაფხულს." გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო დღეა ჩემთვის, რადგან საქართველოში პირველად შესრულდება ჩემი ახალი ნაწარმოები „ვერცხლისფერი მზე" და ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მას შეასრულებს შესანიშნავი ახალგაზრდა დირიჟორი კახი სოლომნიშვნილი."

 

პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი კონცეპტ არტი.

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, EVENTS.AMBEBI.GE.

 

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: www.biletebi.ge

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები
"DIARY OF DREAMS" კონცერტის live ვიდეო იხილეთ აქ
კონცერტი
26 ოქტომბერს ელექტრონული მუსიკის ინოვატორი დუო "Gus Gus" კლუბ "რესპუბლიკის" სცენაზე დაუკრავს.
კონცერტი
ღონისძიებას კიდევ ერთი ჰედლაინერი ეყოლება ლიტველი მარიო ბასანოვი, ყველასთვის კარგად ნაცნობი - TEN WALLS
კონცერტი
19 მაისს, Black Sea Arena 2018 წლის სეზონის გახსნაზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები