"იგი"- სხეულის ენით გადმოცემული ჯემალ ქარჩხაძის ლეგენდარული რომანი

16 და 17 ნოემბერს მოძრაობის თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს "იგი". სპექტაკლი ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების ალეგორიული რომანის მიხედვით დაიდგა. მასში აღწერილია პრეისტორიული ხანის ადამიანების არსებობა და მათგან ერთ-ერთის ცხოვრების გზა პიროვნებად ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ.

სპექტაკლი დრამატული ცირკისა და ტრადიციული თეატრის სინთეზია. სხეულის ენით გადმოცემულია ის გრძნობები, რომელსაც მთავარი გმირი განიცდის. სიღრმეების წვდომისათვის დამატებულია მინიმალური თხრობა.

დამდგმელი რეჟისორი: კახა ბაკურაძე

დასაწყისი: 20:00 საათი

ბილეთის ფასი: 15 ლარი

მსგავსი ღონისძიებები
3 დეკემბერს, დავით დოიაშვილის სპექტაკლი "ფსკერზე"   მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება.
თეატრი
მისი თქმით, სპექტაკლ ”ასტიგმატისტების” გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას.
თეატრი
საშინელ ხის სკამზე გავატარეთ მთელი ღამე, შუაგულ პარკში, ქალაქის ცენტრში. 16+
თეატრი
ცხოვრება თავისი ყველა გამოვლინებით ცდილობს შეცვალოს ადამიანების ბედი და მათი ურთიერთობა – პოლიტიკით, დეკადანსით, ფორმალიზმით, ბოლოს და ბოლოს, ნიჰილიზმით და სიძულვილითაც კი, რითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო;
თეატრი
კვირის ღონისძიებები