თბილისში ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ჯეიმს ბლანტის კონცერტი გაიმართება

თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, 26 მაისს ბრიტანელი მომღერლის ჯეიმს ბლანტის კონცერტი გაიმართება.

საქართველოში ოპერირებას იწყებს კომპანია Black Pearl Live, რომლის მიმართულებაც არის საერთაშორისო შემსრულებლების ჩამოყვანა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 2018 წლის 26 მაისისთვის ჩამოგვყავს ჯეიმს ბლანტი. ეს ვიზიტი და კონცერტი იქნება მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში“, - განაცხადა Black Pearl Live -ს მმართველმა პარტნიორმა კიმ დე ბირმა.

”ჯეპრას” უფროსი კონსულტანტის თინათინ სამყურაშვილის განცხადებით, 26 მაისს თბილისში გაიმართება მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შემსრულებლები, მათ შორის: აფრიკული ჯგუფი The Parlotones, Young Georgian Lolitaz და LOUDspeakers.

„ფესტივალში ჯეიმს ბლანტის გარდა მონაწილეობას მიიღებენ სხვა შემსრულებლებიც. გვეყოლება აფრიკული ჯგუფი The Parlotones, Young Georgian Lolitaz და LOUDspeakers. ფესტივალის პროგრამა არის ძალიან მრავალფეროვანი. ღონისძიება იქნება დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი“, - განაცხადა თინათინ სამყურაშვილმა.

მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა 1 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ფესტივალზე დასწრების საშუალება 25 000-მეტ ადამიანს ექნება. რაც შეეხება ბილეთების ფასს, თინათინ სამყურაშვილის განცხადებით, დასაჯდომი და დასადგომი ბილეთების ფასი იქნება 120 ლარიდან 150 ლარამდე, ხოლო 10%-ზე ნაკლები არის გოლდენ რინგის ბილეთები, რომლის ღირებულება 325 ლარი იქნება.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ბრიტანელმა ვარსკვლავმა მსოფლიო ტურნე საქართველოში გამართული კონცერტით დაასრულა.
კონცერტი
,,ფოლკლორის დღეების" დასკვნითი კონცერტი ტრადიციულად, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გაიმართა.
კონცერტი
ბელგიური ბენდი  Oscar& The Wolf პირველად წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე და შეასრულებს ყველა ჰიტს.
კონცერტი
21 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უმასპინძლებს ავსტრიელ ჩელისტს - კერსტინ ფელცს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები