თბილისის ოპერის თეატრში მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე იგორ პიკაიზენი დაუკრავს!

2 ივლისს, 20:00 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.

 

სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე წარსდგება მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე - იგორ პიკაიზენი, რომლის დებიუტი დიდ სცენაზე 8 წლის ასაკში შედგა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. პიკაიზენი კონცერტებს მართავს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან, 2018 წლის სეზონზე მისი სასცენო გამოსვლები დაუკავშირდა ნიუ-იორკისა და ლონდონის საკონცერტო დარბაზებს.

 

2 ივლისს პროგრამაშია: ალექსი მაჭავარიანი - ნაწყვეტები საბალეტო სუიტიდან „ჭირვეულის მორჯულება“ და სავიოლინო კონცერტი, ვახტანგ მაჭავარიანი - სიმფონია N1 „სამყაროს ჰარმონია“.

 

პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო გენერალური პარტნიორი: The Aritst's Union Conceptart

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, eventsambebi.ge, საინფორმაციო პორტალი 118 08

 

მსგავსი ღონისძიებები
16 დეკემბერს სავიოლინო მუსიკის საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი დაუკრავს.
კონცერტი
ცნობილი ქართველი მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტს გამართავს.
კონცერტი
Events.Ambebi.Ge ტრადიციულად გთავაზობთ წვეულებების ნაკრებს
კონცერტი
21 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უმასპინძლებს ავსტრიელ ჩელისტს - კერსტინ ფელცს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები