თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება

    24 თებერვალს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტი, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებას. მაყურებლის წინაშე წარსდგება კამერული ანსამბლი "Georgia Modern", რომელიც თანამედროვე მუსიკის აქტიურ პოპულარიზაციას ეწევა. ამ კონცერტისთვის ვაჟა აზარაშვილმა საგანგებოდ შექმნა რამდენიმე ახალი ნაწარმოები. კონცერტის მხარდამჭერია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრის სალაროში ყოველ დღე 12:00 - 18:00საათამდე.

მსგავსი ღონისძიებები
The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული.
კონცერტი
ჯგუფი საქართველოს Evole World Tour-ის ფარგლებში ეწვევა
კონცერტი
თბილისში ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ პირველ საკონცერტო დღეს შესრულდა იოსებ ბარდანაშვილის "სერენადა" ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის, რომელიც კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონცერტი
23 ნოემბერს ლელა წურწუმია "ბათუმის მუსიკალურ ცენტრში" კონცერტს გამართავს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები