თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დამაარსებლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

7 მარტს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დამაარსებლის - ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ცენტრში ყოველწლიურად იმართება განსაკუთრებული პროგრამის მქონე კონცერტები.

 

წელს თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო კაპელა ვახტანგ კახიძის დირიჟორობით პირველად საქართველოში შეასრულებს ცნობილი ჩეხი კომპოზიტორის - ანტონინ დვორჟაკის რე-მაჟორულ მესას სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისთვის. სოლისტების რანგში წარსდგებიან ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტები.

 

აგრეთვე შესრულდება ა.დვორჟაკის კონცერტი ჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ლიტერატურაში ერთ-ერთ შედევრადაა მიჩნეული. კონცერტს შეასრულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის ჩელოების სექციის კონცერტმაისერი - თორნიკე გეწაძე.

მსგავსი ღონისძიებები
თბილისის კულტურულ ღონისძიებათა კალენდარს ხელოვნების კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალი შეემატა: „თბილისი რიტმი“.
კონცერტი
ორკესტრს უხელმძღვანელებს მაესტრო გიორგი ჟორდანია, რომელიც შეასრულებს ვაგნერის უევრტიურას ოპერიდან „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ და შტრაუსის სუიტას ოპერიდან „ვარდის კავალერი“.
კონცერტი
21 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უმასპინძლებს ავსტრიელ ჩელისტს - კერსტინ ფელცს.
კონცერტი
SALIO იგივე სალომე კორკოტაშვილი რესტორან "ოტიუმში" ჩაატარებს კონცერტს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები