„თანამედროვე ქართული თეატრი“ - სალონური საუბრები თეატრზე

ხუთშაბათს, 16 ნოემბერს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო თეატრზე. შეხვედრას წარმართავს მსახიობი დუტა სხირტლაძე. საუბრის თემა იქნება - „თანამედროვე ქართული თეატრი“. სალონური საუბრები განახლებული ფორმატით გრძელდება. პროექტის ფარგლებში მოწვეულნი იქნებიან არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე. საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

საღამოზე დასწრების საფასურია 30ლარი.

სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის - 25ლარი.

შეხვედრის დრო: 20:00-დან - 22:00-მდე. დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია

მსგავსი ღონისძიებები
22 თებერვალს, ხუთშაბათს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო გელა ჩარკვიანთან, თემაზე - „მუსიკა ჩემს ცხოვრებაში“.
სხვა ივენთები
21-ე საუკუნის ციფრული ტრენდები,სწორი ციფრული კამპანიები
სხვა ივენთები
წარმოდგენილი იქნება პროექტი „10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ“ და სტუმრებს შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ 23 ღვინის სახეობის ბრმა დეგუსტაციასა და ხმის მიცემაში.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები