ზურა და სალომე გომელაურების პერსონალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში გაიმართება

    ხელოვნების სასახლეში თანამედროვე ქართველი ხელოვანების - ზურა და სალომე გომელაურების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება. ექსპოზიცია ორი დამოუკიდებელი ხელოვანის შემოქმედებას აერთიანებს და 60-მდე ფერწერულ ტილოსთან ერთად სალომე გომელაურის მიერ შექმნილ ვერცხლისა და მინანქრის აქსესუარებსაც მოიცავს.

 

   თანამედროვე ხელოვანების სამყარო თვითმყოფადი და მეტად გამორჩეულია. მათ მიერ, თბილი ტონებითა და მეტაფორებით დახუნძლულ ტილოებზე მთავარი ყურადღება მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებსა და ორნამენტებს ეთმობა. ერთი შეხედვით მარტივად შესრულებული, მაგრამ ამავე დროს ღრმა არსის მქონე ნამუშევრები დამთვალიერებელს ჰარმონიულ განწყობას უქმნის. 

   აღსანიშნავია, რომ ზურა გომელაურის ნახატები საქართველოს გარდა, აშშ-ს, გერმანიის, იტალიის, ინგლისისა და სხვა მრავალი უხცო ქვეყნის სახელმწიფო გალერეებსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული. სალომე გომელაურის მოღვაწეობა ბავშვობის წლებიდან იწყება და მისი განვითარების ეტაპები კოსტიუმის დიზაინს, რამდენმე მოდის კვირეულში წარმატებულ მონაწილეობასა და ბოლო წლებში ვერცხლში შესრულებულ გამორჩეულ ხელნაკეთ ნივთებს აერთიანებს.გამოფენა-გაყიდვა ხელოვნების სასახლეში ერთი კვირა გაგრძელდება.

მსგავსი ღონისძიებები
გამოფენის ფარგლებში გალერეაში წარმოდგენილი იქნება საშობაო და საახალწლო თემატიკაზე ტრადიციული მეთოდით დამზადემული მინანქრის უნიკალური ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენა
„იყო და არა იყო რა“ - ცნობილი ფრაზა საბავშვო ზღაპრებიდან აჩვენებს ლიდერების ბავშვურ ფანტაზიებს
გამოფენა
ფოლკლორის ცენტრში, ქართველი ფერმწერის ლილი პირველის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ,,ჩემი საქართველო - სიყვარულის ადგილი" გაიხსნება.
გამოფენა
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სერიები ფოტოგრაფის მოგზაურობებიდან თბილისში, აზერბაიჯანში, ბაშკირეთსა და ალტაის მხარეში
გამოფენა
კვირის ღონისძიებები