ვინ იმღერებს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე?

ქართულ ბაზარზე საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live შემოდის, რომელიც ქვეყანაში პირველი ფესტივალის ორგანიზებას 2018 წლის 26 მაისს გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი სულ ახლახანს შექმნილი ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან ხდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეციალურად ამ დღისთვის მათ მოიწვიეს მსოფლიო დონის ყველასთვის საყვარელი და პოპულარული მომღერალი და დარწმუნებულები არიან, რომ ეს ინფორმაცია მელომანებისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. კონკრეტულად ვინ იმღერებს 26 მაისს, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც გავიგეთ, ოფიციალურ განცხადებას კომპანია 29 ნოემბერს გეგმავს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიის მიზანია, დაგეგმოს და განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

მსგავსი ღონისძიებები
მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი, მიმები, ოჩოფეხები, დრამერები, ცეცხლოვანი შოუ, ქართული ფოლკლორი და რაც მთავარია,  ქართული ღვინო - ეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2018-ის“ მცირე ნაწილია, რომელიც სტუმრებს 13 ოქტომბერს სიონის ქუჩაზე ელოდება.
ფესტივალი
„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან მოყოლებული იზრდებოდა და ვითარდებოდა. ფოტოფესტივალი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. ფოტოკონკურსსა და გამოფენებში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ფოტოგრაფები.
ფესტივალი
ივენთზე მისულ სტუმრებს დღის განმავლობაში შეეძლებათ დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით და მოუსმინონ გემოვნებიან ელექტრონულ მუსიკას.
ფესტივალი
ფესტივალის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ დასახელდა @JWT მეტრო ხოლო ACAG-ის წლის რეიტინგის მიხედვით 2018 წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიოდ ABK და 2018 წლის საუკეთესო კრეატიულ სააგენტოდ დასახელდა ლივინგსტონი.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები