ვინილებიდან აიპოდამდე - "ზამთრის მუსიკალური მარათონი''

17 თებერვალს  ,,ვინილებიდან აიპოდამდე''-ს მომდევნო თამაშს ,,ზამთრის მუსიკალური მარათონი" წარმოგიდგენთ ბარი "Ambavi • ამბავი" .

 

თამაში გაიმართება შემდეგი ფორმატით:

1) რა? სად? როდის? სტანდარტული პაკეტი;

2) სურათები (დასარიგებელი მასალა);

3) მოსასმენი (აუცილებელია გამოიცნოთ შემსრულებელიც და სიმღერა);

4) ქავერები (უნდა გამოიცნოთ ქავერის შემსრულებელი და ორიგინალის ავტორი);

5) ამოტრიალებიული მოსასმენი (ამ შემთხვევაში სიმღრერის და შემსრულებლის გამოცნობის შემთხვევაში იწერება ორი ქულა, რომელიმეს გამოცნობის შემთხვევაში ერთი);

6) ნაწყვეტი კლიპებიდან (მოსასმენი)

7) ალბომები (სიმღერის საშუალებით უნდა გამოიცნოთ ალბომი)8) "კოდა" (წესებს ადგილზე გაგაცნობთ).

 

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა პრიზები: შემოსული თანხის 40% და Lobster Printing House-ისგან სასურველი დიზაინის ექვსი პოსტერი.

მსგავსი ღონისძიებები
Artefakt - ორი გერმანელი არტისტის, Nick Lapien-ისა და Robin Koek-ის ერთობლივი პროექტი, რომელთაც მელანქოლიური, ჰიპნოტური ვუდუ მუსიკა აერთიანებს. ისინი ტექნოს არა, როგორც უბრალოდ მუსიკის ერთ-ერთ ჟანრს, არამედ დამოუკიდებელ ხელოვნების ფორმად აღიქვამენ
კლუბი/ლაუნჯი
ულამაზესი ხედები, სასიამოვნო გარემო და გემოვნებიანი მუსიკა
კლუბი/ლაუნჯი
Presha - ლეიბლის დამაარსებელი Geoff Wright-ის პროექტი, რომელსაც ეკუთვნის Samurai Music-ზე გამოცემული ერთ-ერთი პირველი რელიზი „Way Of The Samurai”.
კლუბი/ლაუნჯი
17 ნოემბერს, BASSIANI / HOROOM-ის მთავარ მოედანზე, ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი პროდიუსერი, DJ და ხმის ინჟინერი, ლეიბლის MONNOM BLACK დამაარსებელი DAX J დაუკრავს
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები