ვილნიუსის კამერული ორკესტრის კონცერტი "კახიძის მუსიკალურ ცენტრში" გაიმართება

             30 სექტემბერს 19:30-ზე, ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში უმასპინძლებს კამერულ ორკესტრს ვილნიუსიდან, რომელიც გამოირჩევა რეპერტუარის მრავალფეროვნებითა და სახასიათო შესრულებით.

 

           ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსი - დონატას ბარკაუსკასია. კონცერტის პროგრამა შედგენილია სხვადასხვა ეპოქის ლიტველის კომპოზიტორების ნაწარმოებებით.

 

           ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის სალაროში (მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125;).

 

            ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ.

მსგავსი ღონისძიებები
72 წლის წინ როკ მუსიკის ლეგენდა, ჯგუფ Queen-ის ვოკალისტი ფრედი მერკური დაიბადა.
კონცერტი
14 ოქტომბერს მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება
კონცერტი
ბრიტანელმა ვარსკვლავმა მსოფლიო ტურნე საქართველოში გამართული კონცერტით დაასრულა.
კონცერტი
ბექა გოჩიაშვილის ბენდი ასეთი შემადგენლობით საქართველოს პირველად სტუმრობს
კონცერტი
კვირის ღონისძიებები