ერეკლე დეისაძის ორი წიგნის განხილვა "ბიბლუსი გალერი"-ში

მწერალი, მუსიკოსი და რეჟისორი ერეკლე დეისაძე და გამომცემლობა სიესტა წარმოგიდგენთ ორ რომანს - „დამლაგებელი“ და „რუსული არდადეგები“.

 

უცნაურობა, გნებავთ, ამოსავალი წერტილი ამ რომანებში არის ის, რომ მთავარი პერსონაჟები არაფრის დიდებით არ უნდა ეძებოთ იქ, სადაც თავიდან გეგულებათ - წესი პირველი, ეს გზაკვალს აგიბნევთ და მათ ვერასდროს მიაგნებთ. ეს პერსონაჟები და მათ ზურგსამოფარებული ავტორი უნდა ეძებოთ იმ ტრანსგრესიულ მეამბოხეთა შორის, რომლებიც საზოგადოების მიერ თავსმოხვეულ ნორმებს უპირისპირდებიან. 

 

ორივე რომანი მოულოდნელობებითაა აღსავსე და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ამიტომ, ვიდრე კითხვას შეუდგებით, ძალიან ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ - წესი მეორე. 

 

დანარჩენს კი ადგილზე გაიგებთ, თუ 18 დეკემბერს ამ უცნაურ კაცს შეხვდებით და მოისმენთ მის საუბარს "ბიბლუსი გალერიში", კანდელაკის 7-ში.

 

საუბრის პარალელურად, შეგეძლებათ ორივე რომანის შეძენა და ერეკლე დეისაძისგან სამახსოვრო ავტოგრაფის მიღება. 

 

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები
საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე – სწორედ ასე გამოიყურება ქართული ღვინის რჩეული სახეობები, რომლებიც ფართო საზოგადოებისა და ღვინის ექსპეტების მონაწილეობით გამოვლინდა
სხვა ივენთები
პროექტის ფარგლებში მოწვეულნი არიან ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები.
სხვა ივენთები
საღამოზე საშუალება გექნებათ ტელესკოპის მეშვეობით დააკვირდეთ სხვადასხვა ციურ ობიექტებს
სხვა ივენთები
„ქალები საქართველოდან“ გეპატიჟებათ ყველა მკითხველს, შაბათს 30 დეკემბერს, განახლებული მზიური კაფეში.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები