ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER-ის მეოთხე სერია გაიმართება

1 დეკემბერს, თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER-ის მეოთხე სერია, Hippodrome Park-ზე გაიმართება, რომელზეც Len Faki (OFFICIAL), I Hate Models და Henning Baer სეტებს დაუკრავენ, SNTS კი ლაივით წარდგება. ბერლინში მოღვაწე LEN FAKI დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო DJ და პროდიუსერია. მან განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია, როგორც ლეიბლის ბოსმა და მენეჯერმა. 2003 წელს, მის მიერ დაარსებული FIGURE საუკეთსო პლატფორმაა, როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა არტისტებისთვის. I HATE MODELS 90' წლების ტექნოს, ინდუსტრიული მუსიკისა და EBM-ის გავლენით შექმნილი სოლო პროექტია, ხასიათდება როგორც სიყვარულის და სიძულვილის დაპირისპირება. მისი ცივი და მძიმე ჟღერადობა განსაკუთრებული მელანქოლიის მატარებელია. SNTS საიდუმლოებით მოცული ინდუსტრიული ტექნო / ემბიენთ პროექტია, რომელიც განსხვავებული ვიზუალური კონცეფციით და ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა. გამოიცემა ლეიბლებზე: SNTS, HORIZONTAL GROUND, EDIT SELECT, SACRED COURT, 47. გერმანული საკლუბო სცენის ერთ-ერთი დაფასებული წარმომადგენელია HENNING BAER, ივენთების სერიის GROUNDED THEORY რეზიდენტი და კურატორი.

მსგავსი ღონისძიებები
18 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, პირველად ისტორიაში ფილარმონიის ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ფესტივალი
საქართველოს თბილ და მზიან წერტილში - რომ დაივიწყო რუტინა და მიეცე ბედნიერებას, განიცადო საყვარელი ემოციები.
ფესტივალი
მთაწმინდის პარკს უამრავი ადამიანი ესტურმა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი.
ფესტივალი
29 სექტემბერს "თბილისის საბავშვო ფესტივალი" მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ჩატარდება
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები