დიმიტრი სილაქაძის საჯარო ლექცია - „რუსეთ-საქართველოს ომი, 1921“

ისტორიკოსის, პირველი რესპუბლიკის მკვლევრის, დიმიტრი სილაქაძის საჯარო ლექცია „რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი (ნაკლებად ცნობილი ბრძოლების ისტორია)“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 23 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება. 

 

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ საზოგადოება, ძირითადად, თბილისთან ბრძოლების შესახებ არის ინფორმირებული, მაშინ როდესაც საბრძოლო მოქმედებებმა თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. 

 

ლექციაზე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მომხდარ, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ბრძოლებზე. მაგალითად, აფხაზეთში, დარიალის ხეობაში, ოსიაურთან და ა.შ.

 

საჯარო ლექცია პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

მსგავსი ღონისძიებები
სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის - „ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში ლექციების კურსს აგრძელებს. პროექტი „ბილტმორ თბილისის“, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებით ტარდება.
სხვა ივენთები
მონაწილეები შედიან აღნიშნულ ლოკაციაზე და ეძებენ მინიშნებებს, ხსნიან თავსატეხებს, რათა გამოიცნონ რვა რიცხვითი კომბინაცია.
სხვა ივენთები
ილიაუნის ბიზნესის სკოლა / Iliauni Business School-სა და ილიაუნის პრე-აქსელერატორ Zoomout-ის ორგანიზებით, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მეწარმე ქალებთან.
სხვა ივენთები
ბიოლი ჰოლში არის არაჩვეულებრივი ხედები, საუცხოოდ მომზადებული განსაკუთრებული კერძები და სპეციალურად ბიოლის სტუმრებისთვის დამზადებული ბიო ღვინოები.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები