დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი გაიხსნა

დედაენის ბაღში გახსნილი საახალწლო ქალაქი სტუმრების მისაღებად მზად არის. 

 

საახალწლო ქალაქი ვიზიტორებს 24 დეკემბრიდან  7იანვრის ჩათვლით , დილის 10 საათიდან  ღამის 12 საათამდე,  მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით უმასპინძლებს. კერძოდ, დედაენის ბაღში გაიხსნა საახალწლო ბაზრობა , კინოს მოყვარულთათვის ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი. ყოველდღე 12 საათიდან , საღამოს 6 საათამდე სხვა ღონისძიებებთან ერთად სპეციალურად პატარებისთვის, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია საახალწლო სპორტული აქტივობები, იფუნქციონირებს სახელოსნოები და დაინტერესებული პირებისთვის მოეწყობა ვორქშოფები.

 

დედაენის ბაღში    ყოველდღიურად ქართველის მომღერლების  საახალწლო კონცერტები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას  რობი კუხიანიძე და ჯგუფი „Outsider, ბასტი ბუბუ, პარა ორკესტრი და დათუნა ალადაშვილი, „ბლექ მაროუზი" და  ჯგუფი „რეზო და ბავშვები" მიიღებენ.

 

21 საათიდან  12 საათამდე დრო კი, ალტერნატიული მუსიკისა და დიჯეების კონცერტებს დაეთმობა.

მსგავსი ღონისძიებები
შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან, რომელიც ისაუბრებს პრემია „საბას“ გამარჯვებულ წიგნზე
სხვა ივენთები
მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი
სხვა ივენთები
ბატონი ობერმიულერის ვიზიტის ყველა ღონისძიება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთოებების კიდევ უფრო გაფართოებას.
სხვა ივენთები
ლამაზი და თანამედროვე მუსიკის კონცერტები, საშობაო და საახალწლო ბაზრობები, მსვლელობები და პერფორმანსები, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები