დავით გაბუნიას კომედია "ბეჩავი" სამეფო უბნის თეატრში დაიდგმება

  დავით გაბუნიას კომედია "ბეჩავი" სამეფო უბნის თეატრში დაიდგმება. 30 წლის სოსო პატიოსანი, მშრომელი კაცია, მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ერექციის პრობლემები აქვს. თამამი, ახალგაზრდული კომედია თანამედროვე ქართულ რეალობას გვერდიდან უყურებს - როგორ გვაიძულებს საზოგადოება შევესაბამებოდეთ მამაკაცურობის შესახებ მიღებულ წარმოდგენას და რა ბრძოლის გადატანა უწევს გმირს ამ იდეალთან მისაახლოვებლად.

 

მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლიმხატვარი: ქეთი ნადიბაიძე მუსიკა: ერეკლე დეისაძემონაწილეობენ: გაგა შიშნაშვილი, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლენაბიძე, იაკო ჭილაია. 

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 70 წუთი 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ანტონ ჩეხოვის მცირე ფორმის პიესები, რომლებსაც ექსპერტები ვოდევილებსაც უწოდებენ, დღემდე იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე.
თეატრი
უილიამ შექსპირის ტრაგედიის ახლებურ ინტერპრეტაცია თუმანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ დადგა
თეატრი
ლეგენდარული ბალერონი, ბალეტმეისტერი, ქორეოგრაფი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი თბილისს ესტუმრა.
თეატრი
ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი
თეატრი
კვირის ღონისძიებები