სპექტაკლი დედისა და ქალიშვილის ოთხი ეპიზოდური დიალოგისგან შედგება, რომლებიც ერთსა და იმავე დღესა და სივრცეში თამაშდება. სპექტაკლში ამბავი ყოფით–კომიკურიდან აბსურდულ -ტრაგიკულამდე გადადის, ხოლო სადა, იუმორით სავსე დიალოგები პიესის ფინალურ ეპიზოდს განსაკუთებულად დრამატულს ხდის.
სპექტაკლის მთავარი იდეაა – გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიდრე შეგვიძლია, ვიდრე ვართ, თორემ შეიძლება, სრულიად მოულოდნელად („სხვა დროს“) ამის შანსი აღარც მოგვეცეს. ამ მთავრი იდეის მიღმა პიესაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა იკვეთება და ორგანულად იხლართება დედა–შვილის, ერთი შეხედვით ბანალურ საუბარში.
ბილეთის ფასი 7 ლარი.