გოგი ქვრივიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

16 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსენება გოგი ქვრივიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

 

   გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე ექსპონატი, როგორც ფერწერაში ასევე ორიგინალურ ჟანრში შესრულებული ნამუშევრები. გოგი ქვრივიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქსოვილების მხატვრული გაფორმების მიმართულებით.

 

  ის არის საქართველოს საერთაშორისო მხატვართა კავშირის წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. გოგი ქვრივიშილი მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მხატვარ-დეკორატორად. 

 

მსგავსი ღონისძიებები
გამოფენა 17 დეკემბერსაც გაგრძელდება და მთელი დღის განმავლობაში მსურველებს საშუალება ექნებათ ექსპო ჯორჯიაში დაათვალიერონ მცირე მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტები.
გამოფენა
მათ მიერ, თბილი ტონებითა და მეტაფორებით დახუნძლულ ტილოებზე მთავარი ყურადღება მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებსა და ორნამენტებს ეთმობა.
გამოფენა
შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები