გიორგი არაბულის ახალი წიგნის „გვრინის“ პრეზენტაცია

14 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გიორგი არაბულის ახალი წიგნის „გვრინის“ პრეზენტაცია გაიმართება.

" ადამიანი, სადაც კი უხდება მას ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და ხრიოკებს შეხიზნულს, ყველგან აადამიანურებს უტყვ ბუნებას. ფასეულია არა მხოლოდ მსოფლიო ცივილიზაციათა მონუმენტური შენობები, არამედ უჩინო საზოგადოებანიც, დედამიწისკიდეებში გაფანტულნი, ეფემერულნი და ამით ძვირფასნი, რომელთაც მუნმყოფობის კვალიც არ დაუტოვებიათ. მაგრამ ეს უკვალობაც შეიძლება მათი ღირსებაც იყოს, რადგან კვალი ნივთიერია, ეს ხალხი კი თავისი ურვა-ლხენით, ცოდვა-ბრალით, სტუმარ-მასპინძლობით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ნივთიერთან ერთად სულიერ ღირებულებებს ქმნიდა. არსებობს სოფელი მცირე და სოფელი დიდი, მცირე დიდშია ჩახატული, როგორც სარკე მისი. რა დიდი და რა მცირე... „გვრინის“ პოეტის განცდაში, მკითხველსაც რომ გასენავს, ერთი ძალა აქვს მათ აპოკალიფსურ დასასრულს. "

მსგავსი ღონისძიებები
22 სექტემბერს "მწერალთა სახლში" თემურ ბაბლუანის წიგნის "მზე, მთვარე და პურის ყანა.მანუშაკა მელოდება" პრეზენტაცია გაიმართება
სხვა ივენთები
3 ოქტომბერს გიორგი ავალიანი სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მასტერკლასს ჩაატარებს
სხვა ივენთები
მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მათთვის საყვარელ ქართველ მწერალს, დათო ტურაშვილს, რომელიც ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე
სხვა ივენთები
კონცერტი "მუსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის” ღონისძიების ფარგლებში გაიმართება
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები