გამოფენა "ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში" გაიმართება

2017 წლის ბოლოს UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ზედიზედ მესამედ მოხვდა ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერი.

 

 გამოფენაზე  "ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში"  სწორედ იმ ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების დედნები და ფოტოასლები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 2013 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შევიდა.  2017 წელი – სახარება-პალიმფსესტი, IX-X, XII-XIII, XIV;  2015 წელი – 8 უძველესი ხელნაწერი;   2013 წელი – ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.

 

ექსპოზიციაზე ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცემა დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ქართულ დოკუმენტს, რომელთაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. გამოფენა ერთი თვე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები
ზაირა ნადირაშვილი ექვსი პერსონალური ფოტოგამოფენის ავტორია.
გამოფენა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გივი თოიძის 85 წლის საიუბილეო რესტროსპექტულ გამოფენას
გამოფენა
ნატურალური ქვების, მინერალების, კრისტალების და სამკაულის ახალი კოლექციის გამოფენა - გაყიდვას სახელად Crystal Spring, კაფე - სახელოსნო ტერაკოტაში.
გამოფენა
ქართველი მხატვრისა და ილუსტრატორის ნინო ბოსიკაშვილის გამოფენა "ალტერნატიული სამყარო" "TBC Art GAllery"- ში გაიმართება.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები