ლეგენდარული ბრაზილიური ჯაზ-ფანკ ტრიო ”Azymuth"-ი 28 სექტემბერს თბილისში, კლუბ ”რესპუბლიკაში” გამართავს კონცერტს. წლების განმავლობაში ბენდი მუშაობდა არაერთ დიდ მუსიკოსთან, მათ შორის: Stevie Wonder, Chick Corea და George Duke. ტრიო ცნობილია ჯაზ-ფანკის სამბასთან და სოულთან საინტერესო სინთეზის გამო.