„ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში ნათია ფანჯიკიძე ლექციას წაიკითხავს

"ბილტმორის აკადემიის" მომდევნო სესია 30 ნოემბერს 19:00 საათზე გაიმართება. ლექტორი ფსიქოლოგი და ბლოგერი ნათია ფანჯიკიძეა. სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის - „ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში ლექციების კურსს აგრძელებს. პროექტი „ბილტმორ თბილისის“, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებით ტარდება. „ბილტმორის აკადემია“ ყველა დაინტერესებულ პირს სასტუმროს ისტორიულ ნაწილში - ამფითეატრში მასპინძლობს. ადგილი სიმბოლურია, ვინაიდან სწორედ ამფითეატრში ტარდებოდა პარლამენტის სხდომები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და სწორედ ამ დარბაზში მიიღეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუცია 1995 წელს. „ბილტმორის აკადემია“ არის საჯარო ლექციების ციკლი, რომლებსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ატარებენ. სწორედ ამ დღეს ამფითეატრი თავის ისტორიულ მნიშვნელობას იბრუნებს. „ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში სასტუმროს კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების საკითხებით არის დაინტერესებული ან უბრალოდ, ყოფილი „იმელის“ შენობის ისტორიული ნაწილის მონახულება სურს.

მსგავსი ღონისძიებები
ორივე რომანი მოულოდნელობებითაა აღსავსე და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
სხვა ივენთები
ეს ეხება ადამიანთა ურთიერთობებს, ფასეულობების აღქმას, სიცოცხლის შენარჩუნებასა და მეტიც - კაცობრიობის არსებობას
სხვა ივენთები
ჰაკათონში მონაწილეობენ 2-4 პირისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური იდეა და მისი განხორციელების სურვილი აქვთ.
სხვა ივენთები
30 სექტემბერს "Tbilisi Flea Market" დედაენის ბაღში ჩატარდება.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები