ბეტ ჰარტი იპოდრომის პარკში იმღერებს

ბეტ ჰარტი 18 ნოემბერს საქართველოში უკვე მესამედ ჩამოვა. მომღერალი კონცერტს თბილისში ძველი იპოდრომის პარკში გამართავს.

კონცერტამდე კი ქართველ მსმენელს ვიდეომიმართვას უგზავნის.

„ახლახან შევიტყვე, რომ მალე ვიქნები საქართველოში. არადა მეგონა, რომ ეს ერთი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ამიტომ აღტაცებული ვარ. ახლა ვარ პრაღაში, დღეს შოუ გვაქვს. ასე რომ, 18 ნოემბერს იპოდრომზე, ჩვენ ვიქნებით თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რადგან თქვენ ყოველთვის საუკეთესო ხართ“, – მიმართავს ბეტ ჰარტი ქართველ მსმენელს.

ბეტ ჰარტი თბილისს „ალტერ ვიჟენ ჯგუფის“ მუსიკალური სერიების ფარგლებში ესტუმრება.

მსგავსი ღონისძიებები
იოჰანეს ბრამსი - უნგრული ცეკვა #5ტომაზო ალბინონი - Adajio, ენდრიუ ლოიდ უებერი - „ოპერის მოჩვენება” , ჯონ უილიამსი - თემა კ/ფ „შინდლერის სია”, უვე ბერკემერი - „დონი ქეზარი"
კონცერტი
16 დეკემბერს სავიოლინო მუსიკის საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი დაუკრავს.
კონცერტი
ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები პირველი ბილეთის მფლობელი 18 წლის ნუცა ბაქრაძე გახდა.
კონცერტი
ის მთელი პერფორმანსის განმავლობაში ზრუნავს მსმენელის  სიამოვნებასა და ამაღლებულ განწყობაზე.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები