ბათუმში Ad Black Sea 2018 გაიმართება

   ყოველი სექტემბრის მიწურულს, სრულიად საქართველოს და რეგიონის შემოქმედებითი ინდუსტრია ზღვისპირა ქალაქს მიაშურებს, რომ ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea იზეიმოს. უკვე მეოთხე წელია, ბათუმში ერთმანეთს ხვდება 500-ზე მეტი დელეგატი, 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომ დინამიკურ რეჟიმში, შეიგრძნოს სარეკლამო ინდუსტრია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ერთმანეთს შეუნაცვლოს ათობით სემინარი, გასართობი ღონისძიებები და ფესტივალის კულმინაცია – საუკეთესო კრეატიული ნამუშევრების დაჯილდოება. ესაა კრეატივის სამდღიანი დღესასწაული, რომელსაც ემსახურება როგორც სარეკლამო სფეროს, ისე კრეატიული ინდუსტრიისა და საქართველოს ტურიზმის განვითარებას.

 

   Ad Black Sea-ს კონცეფცია 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება: შემეცნებითი, გასართობი და საკონკურსო. კომუნიკაცია მიმდინარეობს როგორც offline, ისე online რეჟიმში. ღონისძიებაში მონაწილეობა საინტერესოა ყველასთვის ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია შემოქმედებით ინდუსტრიასთან, მოღვაწეობს პიარის და მარკეტინგის ინდუსტრიაში ან საკუთარი სტარტაპი აქვს.

 

ახლოვდება დრო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი ასობით “მეზღვაური” და “მეკობრე” შეესევა ბათუმის სანაპიროს. Ad Black Sea-ის სეზონი უკვე დაწყებულია.

მსგავსი ღონისძიებები
CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.
ფესტივალი
5 ნოემბერს კამერული მუსიკის რიგით XIII ფესტივალი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება
ფესტივალი
ფესტივალზე არასწრულწლოვანთა დაშვება მოხდება მხოლოდ სრულწლოვანი პირის თანხლებით.
ფესტივალი
ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის ჰოლი სმე­ი­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რი „გიკი გოგო“ ის წიგ­ნია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ თი­ნე­ი­ჯერს შე­აყ­ვა­რა კი­თხვა
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები