ბათუმში ,,ფოლკლორის დღეები" დასრულდა

    ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში მოეწყო 22 აგვისტომდე გარძელდა. ღონისძიების ფარგლებში  24 კონცერტი გაიმართა, რომელშიც 40-მდე ანსამბლი მონაწილეობდა, მათ შორის, აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მნიშვნელოვანია, რომ ”ფოლკლორის დღეები” საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

 

    ,,ფოლკლორის დღეების" დასკვნითი კონცერტი ტრადიციულად, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გაიმართა. წვიმის გამო შემსრულებლები შემცირებული პროგრამით წარდგნენ. სცენაზე თბილისური ანსამბლი ,,ჩვენებურები", ხულოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ხიხანი" და უხუცესთა ანსამბლი ,,ბერმუხა" ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

კონცერტებზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ მსურველს. ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ბათუმის კულტურის ცენტრი და ბათუმის ბულვარი. ფესტივალი ზღვისპირა ქალაქს ერთი წლით დაემშვიდობა.

 

   „უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელი სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, კონცერტს 5 000 - მდე მაყურებელი ყავდა. შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის მიზანია ქალაქ ბათუმში ჩასულ სტუმრებს მიეცეთ ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობის საშუალება. ფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა ბათუმს“, - აღნიშნავენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

 

მსგავსი ღონისძიებები
ქართველი მაყურებელი აღმოსავლური ხელოვნების ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდა +ვიდეო
კონცერტი
ლელა წურწუმია და Goofy Land საქართველოს ტურნეს ფარგლებში, რიგით მე-5-ე live კონცერტს გამართავს თბილისის საკონცერტო დარბაზში.
კონცერტი
„ბლექ სი არენას“ წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება
კონცერტი
ბელგიური ბენდი  Oscar& The Wolf პირველად წარსდგება ქართველი მსმენელის წინაშე და შეასრულებს ყველა ჰიტს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები