ახმეტელის თეატრში სპექტაკლი "სტუმარ-მასპინძელი" გაიმართება

   ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა, რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება. სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე, მსახიობების ცოცხალი ვოკალური შესრულებით. რეჟისორს წარმოდგენაში შემოჰყავს ქორო, რითიც დადგმას როგორც ვიზუალური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით ანტიკური თეატრის სათავეებთან აახლოვებს...

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ზვიადაური - ანდრია გველესიანი; ჯოყოლა - გიორგი ცხადაძე; მუსა, ხევსური ბიჭი - ოთო ჩიქობავა; აღაზა - ვერონიკა კალანდარიშვილი; ხევსური ქალი - გვანცა კანდელაკი; ქისტი ქალები: ნინო არეშიძე, თაკო ფრიდონაშვილი, ეკა გაგნიძე, თეონა გნოლიძე.

 

რეჟისორი: ირაკლი გოგიამხატვარი: ლაშა იაშვილი

კოსტიუმების მხატვარი: მარიკა კვაჭაძე

მუსიკალური ხელმძღვანელი: ზვიად ბერიაშვილი 

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 60 წუთი

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
მარია კალასის რთული ცხოვრების ისტორია
თეატრი
საშინელ ხის სკამზე გავატარეთ მთელი ღამე, შუაგულ პარკში, ქალაქის ცენტრში. 16+
თეატრი
„უსახელო ვარსკვლავი“, „შავი კვადრატი“, „ადამიანთა სიყვარული“- მარჯანიშვილის თეატრის სცენები დღეს ამ სამი სპექტაკლით გიმასპინძლებთ
თეატრი
გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი „ჰარალეთი, ჰარალეთი“ორ მოქმედებად გაიმართება.
თეატრი
კვირის ღონისძიებები