ახმეტელის თეატრში "ორი ვოდევილი სიყვარულზე" პრემიერაა

  ახმეტელის თეატრში "ორი ვოდევილი სიყვარულზე" პრემიერაა,  რომელიც წარმატებულმა ესტონელმა რეჟისორმა კალევ კუდუმ კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის ორი ყველაზე პოპულარული ვოდევილის „დათვი" და „ხელის თხოვნა" მიხედვით ახლებური, თანამედროვე და განსხვავებული ინტერპრეტაცია ქართველ მსახიობებთან ერთად განახორციელა.

 

კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის პიესები დღემდე აღელვებს და იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეჟისორებს, ქორეოგრაფებს, კომპოზიტორებს. მისი ნაწარმოებების მიხედვით ქმნიან სპექტაკლებს სხვადასხვა ჟანრში, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ფართო მაყურებელში, სვამს და ეხმიანება ჩვენთვის დღემდე აქტუალურ და მარადიულ პრობლემებს. მისი მცირე ფორმის პიესები, რომლებსაც ექსპერტები ვოდევილებსაც უწოდებენ, დღემდე იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

 

ახმეტელის თეატრში ესტონელი რეჟისორის დადგმული სპექტაკლი ქართველი მსახიობების მონაწილეობით მაყურებელს სიცილთან ერთად, ბევრ საფიქრალსაც მოგვრის.

მსგავსი ღონისძიებები
29 სექტემბერს და 7 ოქტომბერს, სპექტაკლი "დემონები" "სამეფო უბნის თეატრის" სცენაზე გაიმართება.
თეატრი
ამოდის ვაზი - ქართველი კაცის სიცოცხლისა და ბედნიერების სიმბოლო. მის ზრდასთან ერთად მოდის სიყვარული. ქალ-ვაჯი ჯვარს იწერს.
თეატრი
უკანასკნელ შოუში ჯგუფს ედგარ ალან პოს ,,მოჯადოებული სასახლე“ შემოაქვს - მძაფრი ვიზუალური კოშმარი, უჩვეულო მუსიკალური ექსტრავაგანსა - ,,თაიგერ ლილიზ“ ედგარ ალან პოს შავბნელ, ავისმომასწავლებელ სამყაროში დგამს ფეხს.
თეატრი
სტატიაში წარმოგიდგენთ სპექტაკლებს, რომელთა ნახვასაც დღეს შეძლებთ რუსთაველის, თუმანიშვილის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, მოზარდ მაყურებელთა თეატრების სცენებზე
თეატრი
კვირის ღონისძიებები