„არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!“- თუმანიშვილის თეატრის სცენა დღეს კომედიას დაეთმობა

დღეს, 18 ნოემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში იტალიელი რეჟისორის მიკელე პანელას მიერ დადგმული სპექტაკლის „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!“ ნახვა შეგიძლიათ. სპექტაკლი იტალიელი დრამატურგის, მსახიობის, რეჟისორისა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, დარიო ფოს ამავე სახელობის კომედიის მიხედვით არის დადგმული.


პიესა პირველად 1974 წელს მილანში დაიდგა, მას შემდეგ კი უამრავ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სცენები დაეთმო. საქართველოში სპექტაკლის პრემიერა 2016 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის“ ფარგლებში განხორციელდა.

სპექტაკლი სატირულ-გროტესკული ფორმითა და, ამავე დროს, მძლავრი სოციალური დატვირთვით მოგვითხრობს მილანის პერიფერიაში მცხოვრები ქალების ისტორიას, რომლებიც თავს ძლივს ირჩენენ, აპროტესტებენ ფასების ზრდასა და უარს ამბობენ საყიდლების საფასურის გადახდაზე.


დამდგმელი რეჟისორი: მიკელე პანელა
დასაწყისი: 20:00 საათი
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ბილეთის ფასი: 10 ლარი
იხილეთ სრული ინფორმაცია სპექტაკლზე

მსგავსი ღონისძიებები
არ შეიძლება წახვიდე კომპრომისებზე
თეატრი
უკანასკნელ შოუში ჯგუფს ედგარ ალან პოს ,,მოჯადოებული სასახლე“ შემოაქვს - მძაფრი ვიზუალური კოშმარი, უჩვეულო მუსიკალური ექსტრავაგანსა - ,,თაიგერ ლილიზ“ ედგარ ალან პოს შავბნელ, ავისმომასწავლებელ სამყაროში დგამს ფეხს.
თეატრი
სევდიანი კომედია ორ მოქმედებად
თეატრი
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
თეატრი
კვირის ღონისძიებები