„არტჰაუსის“ კომპლექსში მდებარე ბარ-ლაუნჯ „პუბლიკაში“ ახალგაზრდა ჯაზმენის პაპუნა შარიქაძის კონცერტი გაიმართება

     15 ივნისს, „არტჰაუსის“ კომპლექსში მდებარე ამერიკულ ბარ-ლაუნჯ „პუბლიკაში“, ახალგაზრდა ჯაზმენის, პაპუნა შარიქაძის კონცერტი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ პაპუნა შარიქაძე ჯერ კიდევ “ბერკლის“ უნივერსიტეტის სტუდენტია, მას დაუკრავს ისეთ ცნობილ და აღიარებულ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: დანილო პერესი, ჯონ პატიტუჩი და ტერი ლინ კერინგტონი.

 

ამჯერად, პაპუნა ქართველი მსმენელის წინაშე ბექა გოჩიაშვილთან, დათო ევგენიძესთან, გიორგი ბერიშვილთან, გრიგოლ ყიფშიძესთან, სოფო ბათილაშვილთან, ლაშა აბაშმაძესთან და გიო კაპანაძესთან ერთად წარსდგება. ისინი ერთად მიულოცავენ პაპუნას 21-ე დაბადების დღეს.

ფაქტობრივად, ეს იქნება ჯაზმენების რინგი, სადაც თითოეული მუსიკოსი საკუთარი იმპროვიზაციით წაიყვანს საღამოს. შესაბამისად, მსმენელს დაუვიწყარი შოუ ელოდება. 

 

პაპუნა შარიქაძის კონცერტი პროექტ Publica Talks- ის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია, საზოგადოებას არტისტებზე ინფორმაცია არასტანდარტული ხერხებით მიაწოდოს, რაც შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს გულისხმობს.

რაც შეეხება ბიზნეს-ცენტრ „არტჰაუსს“, ეს არის პირველი მულტიფუნქციური „ქლაბ-ჰაუსი საქართველოში“, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა, ნიჭიერი არტისტები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში.

 

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. 

 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
მასთან ერთად წარდგება 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI.
კლუბი/ლაუნჯი
ის არის არაერთი პროექტის ავტორი, როგორებიცაა: OTHR, Sevda და Oimactta.
კლუბი/ლაუნჯი
კლუბის CONCRETE პარიზში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნო კლუბია
კლუბი/ლაუნჯი
Presha - ლეიბლის დამაარსებელი Geoff Wright-ის პროექტი, რომელსაც ეკუთვნის Samurai Music-ზე გამოცემული ერთ-ერთი პირველი რელიზი „Way Of The Samurai”.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები