ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 ივნისში გაიმართება

     ალთერ ვიჟენ ჯგუფი წარმოგიდგენთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს, TBILISI OPEN AIR 2018-ს. მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება, მათ შორის: Tom Odell, Rosin Murphy, Rejjie Snow, BeardyMan, KayaKata, Roman Flugel, Cleveland, Rachael Yamagata, Papooz, R.O x Konoba, MokuMoku, Avalon, Ritmo, Katana, რეზო კიკნაძის კვინტეტი, დინი ვირსალაძის ტრიო, ზურა რამიშვილის ტრიო, პაპუნა შარიქაძის ტრიო, მიშო ურუშაძესთან ერთად და სხვები.

 

    TBILISI OPEN AIR 2018 - 22, 23 და 24 ივნისს, ფესტივალის მიმდინარე მისამართზე - ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ლისი ვანდერლენდში გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს ოთხ განსხვავებულ სცენას (MAIN STAGE, EYE STAGE, GARDEN STAGE, SINGER JAZZ STAGE) კიდევ უფრო მრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ სახალისო და გასართობ აქტივობას შესთავაზებს. ფესტივალზე მოსულ მსმენელს TBILISI OPEN AIR 2018 საფესტივალო ქალაქში სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს.

 

    ინტერესი ფესტივალის მიმართ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან დიდია, ტურისტული ნაკადის შემოსვლა დაგეგმილია შემდეგი მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.

 

Tbilisi open air-ის მეგობარი კომპანიაა თიბისი ბანკი, რომელთანაც ფესტივალს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

ინფორმაცია ბილეთების შესახებ:

I კალათა: დასრულებულია.

II კალათა: 17 აპრილიდან 1 ივნისამდე გაიყიდება მხოლოდ დღიური ბილეთები. ფასი - 50.

III კალათა 1 ივნისიდან ამოქმედდება: დღიური ბილეთი - 70 ლარი, აბონემენტი კი 170 ეღირება.

 

ასევე ფილარმონიის სალაროებში და პალიტრის ჯიხურებში (მისამართები: გლდანის VIII მიკრორაიონი, I კორპუსის მიმდებარე ტერიტორია / ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, აბასთუმნის N1 / გამსახურდიას გამზირისა და დოლიძის კუთხე).

ფესტივალის ისტორია:

შეგახსენებთ, რომ TBILISI OPEN AIR არის ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელმაც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის.

TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდ კულტურულ მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5,000-მდე ტურისტი.

 

 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში კულტურულ რადარზე საქართველო არაერთხელ გამოჩნდა.
ფესტივალი
ნოსტალგიური 90-იანი წლების ფესტივალი 29 სექტემბერს Alibi Arena-ს ტერიტორიაზე ჩატარდება.
ფესტივალი
ფესტივალი უკვე მერვე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის, კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის.
ფესტივალი
მთაწმინდის პარკში მთავარ მოედანზე ჩატარდება ფესტივალი, რომელსაც ასაკის განურჩევლად ყველა ელოდება.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები