30 ნოემბერს, 19:00 საათზე, ჩაის სახლ ალტჰაუსში (ოპერასთან), ნიკოლოზ გაბაონის "აივნიანი ქალაქის" წარდგენა გაიმართება.
" აივნიანი ქალაქი" ვალერიან გაბაშვილის მიერ ახალგაზრდობაში დაწერილი ერთადერთი რომანია, რომლითაც მან პროზაში ისევე დაუდგა XIX საუკუნის თბილისს ძეგლი, როგორც იოსებ გრიშაშვილმა _ პოეზიაში. "აივნიანი ქალაქის" ფურცლებზე წარმოდგენილი არიან ისტორიული და ძველი თბილისის განუმეორებელი ხიბლის კოლორიტული პერსონაჟები. მასში დასმული საქართველოსა და თბილისის ისტორიის ზოგიერთი პრობლემა დღესაც აქტუალურია. რომანი, რომელიც ძველი თბილისის ქუჩებში დაგაბრუნებთ. "აივნიანი ქალაქი" - ეს არის ნაწარმოები თბილისზე, რომელშიც მხატვრულადაა აღწერილი დედაქალაქის, საზოგადოების ფორმირებისას მიმდინარე საინტერესო ამბები, პერსონაჟების ცხოვრება და თავგადასავლები. თავისი ინტრიგებით, დაძაბულობით და აქტუალური თემებით. აქ აღწერილია, თუ როგორ ვითარდებოდა მეწარმეობა, ვაჭრობა, პირველი მოდა. "აივნიანი ქალაქი" შეჩერებული წამია, აქ იმ ქალაქის სული ტრიალებს.
პრეზენტაციაზე წიგნის შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.